დავით ნაირაშვილი და შმაგი თელია შესაძლოა, თანამდებობებს ჩამოაშორონ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ქაროსანიძის განცხადებით, თუ გამოძიებას დასჭირდება, შმაგი თელია და დავით ნაირაშვილი დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობას. “ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს და თუ ამ პირების ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გამორიცხული არ არის, თუ გამოძიებას დასჭირდება, ისინი დროებით ჩამოშორდნენ თანამდებობას”,- განაცხადა ქაროსანიძემ. დავით ნაირაშვილი, რომელიც გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოში ჩანს, ამჟამად დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშეა; შმაგი თელია კი, მუხროვანის მოვლენების დროს სახმელეთო ჯარების სარდალი იყო და შიერაღებულ ძალებში ახლაც მსახურობს.