მერობის კანდიდატი ნიკა მელია მუხიანის მოსახლეობას შეხვდა

   თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მუხიანის მოსახლეობას შეხვდნენ და უკვე დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ. მერობის კანდიდატმა მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან თაბუაშვილთან ერთად ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. ნიკა მელიამ მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების გეგმაც გააცნო.
,,გავაგრძელოთ სვლა განვითარებისაკენ, გავაგრძელოთ პროგრესი და არა რიგები, გავაკეთოთ არჩევანი, არა იმის მიხედვით, ვის მიმართაც გვაქვს უფრო მეტი პოლიტიკური სიმპათია. ეს თვითმართველობის არჩევნები ზუსტად იმით გამოირჩევა, რომ უნდა შევაფასოთ სხვა კრიტერიუმებით როგორც საარჩევნო სუბიექტი, ასევე ნებისმიერი კანდიდატი.
მინდა, რომ აბსოლუტურად ყველა თბილისელში ვტოვებდე განცდას, რომ მათი მერი ვარ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი, ან მხარდაჭერი იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები