ვერნერ ლიპახი: საქართველოს ეკონომიკა ახლა იმ დონეზეა, როდესაც საპენსიო რეფორმა უნდა გაღრმავდეს

„საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საქართველოს ეკონომიკა ახლა იმ დონეზეა, როდესაც ეს რეფორმა უნდა გაღრმავდეს“, – აცხადებს აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, ვერნერ ლიპახი.
მისივე თქმით, ეკონომიკა ვერ განვითარდება ფინანსური სექტორის გარეშე.
„ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მაღალ კორელაციას ფინანსური სექტორის დახვეწასა და ეკონომიკის დახვეწას შორის. ასე რომ, თუ საქართველოს უნდა განვითარება, უნდა განვითარდეს ფინანსური სექტორი. მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისა და მიკრო სესხების განვითარებას კაპიტალის ბაზრის განვითარება არ შეუძლია. თუ კაპიტალის ბაზრის განვითარება გინდათ, თქვენ უნდა განავითაროთ ინსტიტუციური ინვესტიციები, რაც ნიშნავს საპენსიო ფონდების განვითარებას. აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს ამ პროცესს“, – აღნიშნა ვერნერ ლიპახმა.

 

წყარო: ipn.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები