ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ გურიას ესტუმრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ხვალ გურიას ესტუმრება. როგორც “კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი ლანჩხუთის რაიონში ახლად აშენებულ წყალშემკრებ ნაგებობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც ოზურგეთში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა. საქართველოს მთავრობის მეთაური შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარსაც ესტუმრება. რეგიონული ტურნეს ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასა და ფოლკლორისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები