დავით ნარმანია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„თბილისი-მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ბიზნესსექტორთან დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და ბიზნესის კუთხით იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვან სიახლედ დავით ნარმანია ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მერიის მხრიდან ნაწილობრივ დაფინანსებას ასახელებს.
მისივე თქმით, აუცილებელია, მშენებლობასთან და ცალკეულ მუნიციპალური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პროცედურები გამარტივდეს და ბიზნესსექტორსა და თვითმმართველობას შორის კომუნიკაციას უფრო ცივილური სახე მიეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები