„ვანო მერაბიშვილი ჩემი ძმის და კობა ოთანაძს გვამებს ითხოვდა“
მუხროვანის სპეცოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი აცხადებს, რომ მისი ძმის ლიკვიდაცია წინასწარ იყო დაგეგმილი. ლია კრიალაშვილის მტკიცებით, მისი ძმის მკვლელობის ბრძანება პირადად მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
“ამ კადრების ნახვის შემდეგ, ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს პირადად ვნახე თუ როგორ ითხოვდა მერაბიშვილი ჩემი ძმის სიკვდილს. ეს იყო პრეზიდეტის ბრძანება. მე გავიგონე ვანო მერაბიშვილი ყვიროდა, რომ “ორი გვამი” უნდოდა. მიმაჩნია, რომ ეს ორი გვამი იყო ჩემი ძმა და კობა ოთანაძე. ჩემი ძმა მართლაც შეეწირა ნაძირლებს, მაგრამ კობა ოთანაძე ღმერთის წყალობით გადარჩა. ალბათ ჩემს ძმას ასე ეწერა, რომ სატანების ხელით უნდა მომკვდარიყო”,-განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
დაღუპულის და იმედოვნებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი“უდანაშაულოდ ჩახოცილი ბიჭების საქმეს“ გამოუძიებელს არ დატოვებს და ყველა დამნაშავე საკადრისად დაისჯება.