კახა მიქაია: რულოვსის კალთის ქვეშ სააკაშვილი და მისი რევანშისტული გეგმა იმალება
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერი არ გახდეს! – აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერი ლიდერი კახა მიქაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და ზუგიდის ამომრჩეველს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ამავე ინტერვიუში, კახა მიქაია იმ საშიშროებებზე საუბრობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს არჩევნებში სანდრა რულოვსის გამარჯვებას.
მისივე ინფორმაციით, რულოვსის კალთის ქვეშ სააკაშვილი და მისი რევანშისტული გეგმა იმალება.
„ამ ხელისუფლებისადმი ჩემი მთავარი პრეტენზია სწორედ ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიცვალებული ნაცმოძრაობა გააცოცხლა და გააჯეჯილა, მაგრამ ვერასოდეს დავუშვებ წარსულის დაბრუნებას, რომელიც სამეგრელომ განსაკუთრებით მწვავედ იწვნია. სრულიად აშკარაა, რომ რულოვსის კალთის ქვეშ სააკაშვილი და მისი რევანშისტული გეგმა იმალება, რასაც თვითონაც არ მალავს. რულოვსის მთავარი საარჩევნო გზავნილია, რომ „ზუგდიდადნ დაიწყება ქვეყნის განვითარება“, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რულოვსის გამარჯვების შემთხვევაში ზუგდიდიდან ქვეყნის განვითარება კი არ დაიწყება, არამედ სააკაშვილი სამეგრელოდან საქართველოს ხელმეორე ოკუპაციას დაიწყებს! ამიტომაც მივამართავ ჩემს თანამოქალაქეებს, „ოცნებაზე“ განაწყენებულებმა და გაბრაზებულებმა „ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ“, ზუგდიდისა და საქართველოს მომავალი არ დავღუპოთ, საქართველოსა და მთლიანად ქვეყნის ისტორიაში შავი ასოებით არ ჩავეწეროთ. ყველა ზუგდიდელს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ, შერიგების ხელს ვუწვდი ყველას ვისაც ჩემთან აქვს პრეტენზია და ვისთანაც მე მაქვს პრეტენზია. სააკაშვილის რეჟიმს დროს, რომლსაც მე უჟამობის ჟამს ვეძახი, ერთმა ზუგდიდელმა ცნობილმა ქალბატონმა დაწერა – „წარსული გქონდათ ბრწყინვალე, მადარდებს თქვენი მერმისი, მეგრელებს გყავდათ ცოტნე დადიანი, ახლა – როლანდი, დათა, ბაჩო და მეგისი.
როლანდის, დათას, ბაჩოს და მეგისის სამეგრელოში დაბრუნება არ მინდა, ეს ბნელი წარსული, რომელიც ჩვენ გადავშალეთ! კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა ზუგდიდელს, რომ კარგად გააცნობიერონ ის საშიშროებ, რაც რულოვსის გამარჯვებას მოჰყვება“ – ამბობს კახა მიქაია გაზეთ „ასავალ-დასავლთან“ ინტერვიუში.