“როგორც კი გასროლა გავიგონე, დავინახე, რომ ჩემი შვილი დაეცა” – კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში გამყრელიძეების ოჯახში მომხდარი სასტიკი­ მკვლელობის დეტალებზე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ადგილობრივები საუბრობენ.
როგორც გამოცემა წერს, 3 მაისს, დილის 8 საათზე, ომარ გამყრელიძემ მეზობ­ელს უთხრა, რომ მეუღლე ცუდად იყო და დახმარება სთხოვა. ამ დროს, მზია მეზვრიშვილი სკოლაში წასასვლელად ემზ­ად­ებოდა, მაგრამ მაშინვე გადაირბინა­ ავადმყოფის სანახავად. მზიას ნათესავის სახლში თავისი ვაჟი, შავლეგო გამყრელიძეც­ გაჰყვა. დედის ავადმყოფობის ამბავი ომარ გამყრელიძის ვაჟმა, დავითმაც გაიგო­ და ცოლთან, ლელასთან ერთად მშობლების სახლში მივიდა. ამ დროს გასროლის ხმაც გაისმა. თვითმხილველთა ცნობით, პირველი ტყვია შავლეგო გამყრელიძეს მოხვდა, მის მისაშველებლად დავითმა მიირბინა და მამამ მასაც ესროლა. სროლის ხმაზე მზია მეზვრიშვილი ავადმყოფის ოთახიდან აივანზე გამოვარდა. ის იყო, შვილის წინ დაიჩოქა, რომ 85 წლის კაცმა ისიც მოკლა. ბრალდებულმა სულ ბოლოს რძალი გამოასალმა სიცოცხლეს.
პოლიცია რომ მივიდა, ეზოდან ომარ გამყრელიძის გინებისა და მუქარის ხმა ისმოდა, მაგრამ ის მალევე დააკავეს, იპოვეს სახლის უკან დამალული მკვლელობის იარა­ღიც. მალე გაირკვა, რომ ომარ გამყრ­ელიძეს ავადმყოფი მეუღლეც დაუჭრია. ის ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოში, შემდეგ­ კი თბილისში გადმოიყვანეს.
ბრალდებულის ბიძაშვილმა, ფრიდონ გამყრელიძემ დაინახა, როგორ დახოცა უმოწყალოდ ადამიანები 85 წლის კაცმა: “როგორც კი გასროლა გავიგონე, დავინახე, რომ ჩემი შვილი დაეცა, მერე დათო დაიხარა მისკენ, ამას მეორე გასროლაც მოჰყვა და ისიც წაიქცა. ჩემი ცოლი, მზია ოთახში იყო და გამოვარდა, ამჯერად, ჩემს მეუღლეს ესროლა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერაფერი შევძელი. იქვე პატარა მიწური აქვს და ეტყობა, იქედან ისროდა. დახმარებისთვის მეზობლებისკენ­ გავიქეცი და მესმოდა, კიდევ­ 4-5-ჯერ გაისროლა. ამ მხეცმა ცოლი და შვილი მომიკლა,­ მის დასჯასა და პატიმრობას კი არა, დაწვას ვითხოვ. ეგ გასამართლებას არ იმსახურებს”.
შავლეგო გამყრელიძე 4 შვილის მამა იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახებს კონფლიქტი არ ჰქონიათ. მზია მეზვრიშვილი სოფელში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა.
“მზია არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, კარგი პედაგოგი, საოცრად კომუნიკაბელური. ტრაგედიის მიზეზი რა იყო, არ ვიცით. ჭორი და მართალი ისეა ერთმანეთში არეული, ვერაფერს გაარკვევ”, – ამბობს სკოლის დირექტორი, ნატალია სამარგულაშვილი­-ჯავახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები