ბენდუქიძე პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ბენდუქიძემ ტელეკომპანია “დოჟდის” ეთერში განაცხადა, ის უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის, ეკონომიკური სათათბირო საბჭოს წევრი გახდა.
“დოჟდის” ეთერში ბენდუქიძემ უკრაინის პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს საბაზისო რეფორმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები