გორიჯვართან ახლოს ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
შიდა ქართლში, გორიჯვრის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლამდე ასაკის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია.