მიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე

ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განმარტებით, ამან წარმოშვა ისეთი დილემები, როგორიც არის კომერციული ინტერესების დომინირების მცდელობა.

“ამან ძალიან მძლავრად წარმოშვა ისეთი დილემები, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომ არის კომერციული ინტერესების დომინირების მცდელობა პაციენტის, ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებაში. ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში არ გააჩინოს”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები