სანდრო გირგვლიანის პარლამენტარი მკვლელები – POSTV ანალიზი
ინტერნეტტელევიზია “POSTV” აანალიზებს 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებს სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და საპროცესო კოდექსში, რომლის შემდეგაც სააკაშვილის რეჟიმმა მოახერხა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემსრულებელთათვის არადექვატურად მსუბუქი სასჯელის მისჯა.
ამ ცვლილებების პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, იურიდიული მანიპულაციების შედეგად, მსჯავრდებულებმა სულ რაღაც 3 წელსა და ექვს თვეში დატოვეს საპატიმროს კედლები. ამიტომ „პოსტივის“ აზრით, სანდრო გირვლიანის მკვლელობაში ნაციონალ დეპუტატებს ზუსტად იგივე წილი აქვთ პასუხიმგებლობისა რაც ახალიაებს, მერაბიშვილსა თუ სააკაშვილს.
„მითუმეტეს ასგზის ამაზრზენია როცა გირვლიანის დამცველს, შალვა შავგულიძეს, ადამიანს რომელიც წესით ყველაზე კარგად უნდა ერკვეოდეს იმაში თუ როგორ და ვინ მოკლა სანდრო, ხედავ მისი თეთრსაყელოიანი მკვლელების რიგში, დღეს „ევროპული საქართველოს“ ხოლო მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე – გიგა ბოკერიას და თბილისის პროკურორ გიორგი ღვინიაშვილის გვერდით“ ასკვნის პოსტივის ანალიტიკური რედაქცია.
წყარო: “POSTV”