სოფელ ხვედურეთთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა – შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, მიღებული ტრავმების შედეგად ის ადგილზე დაიღუპა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები