დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ოზურგეთში, დაბა ლაითურთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 20 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები.
მათივე ცნობით, ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, მათ შორის, დამატებითი ცოცხალი ძალა აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.