ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევის დროს სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გზის პირას მდებარე მაღაზიას დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.