ზუგდიდის სასაოფლაოზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის სასაფლაოზე, რამდენიმე საათის წინ, გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.