გლდანში ბუნებრივი აირის ნამწვით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
გლდანში, მესამე მიკრო-რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ნამწვის შედეგად მოწამლულია ასევე ორი ადამიანი. ერთ-ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორეს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 1986 წელს დაბადებული მამაკაცი, მეორე დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება მკურნალობა. გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.