ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაიჭრა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.
ერთ დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეს კი ამჟამად უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.