სამამულო ომის მუზეუმში ხანძარს 1918 წელს დაბადებული ვეტერანი ემსხვერპლა

თბილისში, სამამულო ომის მუზეუმში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს 1918 წელს დაბადებული მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც ომის ვეტერანი იყო.
ცხედარი მოქალაქეებმა მანამდე აღმოაჩინეს, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მამაკაცი სავარაუდოდ კვამლით გაიგუდა. ხანძრის შედეგად სულ 20. კვ.მ დაიწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები