თბილისში, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე, უბედური შემთხვევა მოხდა.
ლიფტის შახტაში შუახნის მამაკაცი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები