,,ჩვენ, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივ აზრს პატივს ვცემთ“

ჩვენი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, საზოგადოების გამოძახილს ძალიან დიდ პატივს სცემს -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ “რუსთავი 2“-ის ეთერში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
“ვფქირობ, სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემული პრემიები არაადეკვატურად მაღალი იყო და ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ჩვენი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივ გამოძახილს ძალიან დიდ პატივს სცემს. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დარბაისელმა მიიღო გადაწყვეტილება და გადადგა თანამდებობიდან. ჩემთვის გასაგები იყო მისი ახსნა, თუ რატომ დარიგდა ის მაღალი პრემიები იმ თანამშრომლებზე, რომლებიც, მართლაც, 24 საათის განმავლობაში, დღე და ღამე იმისათვის მუშაობენ, რომ ეს სისტემა გამართული იყოს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენ საკმაოდ მძიმე ვითარება დაგვხვდა ამ უწყებაში“, – აღნიშნა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები