პრემიერ-მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

  ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში და ჩვენი წვლილი შეგვაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ რეზიდენტ და არარეზიდენტ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრა კონფერენციის – “პრეზენტაცია საქართველოზე” ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება გაამახვილა, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის საკითხებზე, ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. „ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თავისუფალი და ღია ბიზნესგარემოს უზრუნველსაყოფად, რომლის ყველაზე მყარი გარანტი კერძო საკუთრების ხელშეუხებლობაა. რიგი რეფორმები გატარდა ეკონომიკური განვითარების კუთხით. წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელი 7,4%-ია. ჩვენს ეკონომიკურ წარმატებას მაღალი შეფასება მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა,”-განაცხადა პრემიერმა.
მანვე დიპლომატებს საქართველოში მოქმედი საინვესტიციო ფონდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი საინვესტიცო პოტენციალი გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები