პრემიერი: დარბაისელმა ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დიმიტრი დარბაისელმა სასჯელაღსრულების დეპარტრამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომით სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო.
ღარიბაშილის შეფასებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამოწერილი მაღალი პრემიები მიუღებელი იყო და დარბაისელს შეცდომა მოუვიდა.
„ღირსეული საქციელი იყო მისი მხრიდან, როდესაც თქვა, რომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება. ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და ეს დასაფასებელია. ჩვენ შეცდომების და ხარვეზების არ გვეშინია, თუ ყურადღებას მიაქცევთ, ჩვენ თუ ოდესმე რაღაც შეცდომა მოგვიდის, ამ შეცდომას მაშინვე ვასწორებთ. ეს არის ყველაზე მთავარი მონაპოვარი. ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტილი დაფუძნებულია გამჭვირვალობაზე და სამართლიანობაზე. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ამას ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დარბაისელმა და მისმა გუნდმა ურთულესი საქმე შეასრულეს და ამისთვის ის მადლობას ეუბნება მათ.
“მართლაც ურთულესი საქმე დაალაგეს, ციხე დაალაგეს და იქ რა პრობლემებიც არსებობდა ბოლო წლებში, აღმოფხვრეს აბსოლუტურად ცივილიზებული მეთოდებით. ამას დიდი შრომა სჭირდებოდა, ეს იყო 24-საათიანი მუშაობის შედეგი. ვიცი, რომ ისინი კვირების განმავლობაში არ მიდიოდნენ სახლში და საკუთარ ოჯახის წევრებს ვერ ნახულობდნენ. ამას სჭირდება დაფასება. ის, რომ დარბაისელი თავისი სურვილით გადადგა, მიმაჩნია, რომ სწორი, საღი, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები