„ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველას მოუწოდებს, დაასრულონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით სპეკულირება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო “რედისონში”, ბიზნესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტთან მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.
“მე აგრეთვე გახლავართ კოალიციის ლიდერი, ჩვენ გუნდშიც ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ პრემიერი მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები