ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

13 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს ეწვევა – ვიზიტის დეტალები დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შორის ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხებზე გაკეთდა. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები