“აღარ მოათრიოთ! აღარ მოაშავოთ! აღარ მოაბნელოთ!”

“როცა ჩვენ ვწერდით, რომ სააკაშვილი წაეთრა, წაშავდა და წაბნელდა, ვერცერთი წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე კიდევ დადგებოდა მომენტი, როცა ჩვენ დავწერდით და თქვენ წაიკითხავდით – “აღარ მოათრიოთ! აღარ მოაშავოთ! აღარ მოაბნელოთ!”, – ამის შესახებ გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი წერს.
ჟურნალისტი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილის მარიონეტს უწოდებს და “გრიშა” ვაშაძედ მოიხსენიებს.
“ჩვენ მიერ სააკაშვილისთვის მიდევნებული “წაეთრა! წაშავდა! წაბნელდა” “ასავალ-დასავალის” ერთგვარ “საფირმო ფრაზად” და “სავიზიტო ბარათადაც” იქცა, რომელიც სხვადასხვა ვარიაციით რამდენჯერმე გამოვიყენეთ.
წინამდებარე წერილის სათაურმაც – “აღარ მოათრიოთ! აღარ მოაშავოთ! აღარ მოაბნელოთ!” – რა თქმა უნდა, ის ცნობილი “წაეთრა! წაშავდა! წაბნელდა!” გაგახსენათ, ძვირფასო მკითხველო. არადა, ხუთი წლის წინათ, როცა ჩვენ ვწერდით, ხოლო თქვენ კითხულობდით, რომ სააკაშვილი წაეთრა, წაშავდა და წაბნელდა, ვერცერთი წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე კიდევ დადგებოდა მომენტი, როცა ჩვენ დავწერდით და თქვენ წაიკითხავდით – “აღარ მოათრიოთ! აღარ მოაშავოთ! აღარ მოაბნელოთ!”.
ნაცრეჟიმის სახით საქართველოს დარდუბალა რომ დაატყდებოდა, ამის შესახებ ლაშა ნადარეიშვილი თავის სიყრმის მეგობარს, თბილისის ყოფილ მერს, ვანო ზოდელავას ჯერ კიდევ მაშინ აფრთხილებდა, როცა ოპოზიციონერმა სააკაშვილმა თბილისის მერიის შენობის თავზე ნაცმოძრაობის ხუთჯვრიანი პარტიული დროსა აღმართა.
– სააკაშვილი დააოკე და ნუ აძლევ უფლებას, მთელ ქვეყანას თავისი პარტიული დროშა დააფაროს თავზე, ადექი და ის ხუთჯვრიანი ძონძი მერიის შენობიდან ჩამოხსენი, თორემ, ნახავ, თქვენს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაცო! – ხშირად ეუბნებოდა ლაშა ნადარეიშვილი ვანო ზოდელავას, რომელიც ერთი წლის წინათ, საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა და დღემდე უგონო მდომარეობაშია.
როცა ვწერთ -“აღარ მოათრიოთ! აღარ მოაშავოთ! აღარ მოაბნელოთ!” – კარგად ვიცით, რასაც ვაკეთებთ!
დიახ, ვიცით, რა დაემართება საქართველოს, თუ ქართველი ხალხი დაუშვებს, რომ სააკაშვილი უკან მოეთრეს, მოშავდეს და მობნელდეს!
ანკი, რა ცოდნა და შორსმჭვრეტელობა ამას სჭირდება, როცა სააკაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიშა ვაშაძე არც მალავს და ხმამაღლა აცხადებს – როგორც კი პრეზიდენტი გავხდები, სააკაშვილს, ახალაიებს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას და ყველა “პოლიტპატიმარს” შევიწყალებო, ანუ ციხიდან გამოვუშვებ და საქართველოში დავაბრუნებ ყველას, ვინც 9 წლის განმავლობაში დედას “გიკლავდათ”, უკანალში ცოცხსა და “დუბინკას” გირჭობდათ, მამებს, ძმებსა და ქმრებს გიუპატიურებდათ, ბიზნესებს გართმევდათ და ციხეებში გალპობდათო.
იქიდან სააკაშვილი აძლევს ბანს, თავის მარიონეტ გრიშას – როგორც კი ხელისუფლებაში დავბრუნდები, იმავეს გავაკეთებ, რაც გია ჯოხთაბერიძეს, კაკო ჩხაიძეს და სხვებს ვუქენი, ანუ ფულებს დაგაყაჭვინებთ, ღამის სამ საათზე ნოტარიუსთან წაგათრევთ და ქონებას სხვაზე გადაგაფორმებინებთ, გაგაკულაკებთ და არ ვიცი, პირდაპირ, როგორ დაგაპატიმრებთო!
მოკლედ – ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეშიო! – კვლავ იძახის სააკაშვილი, ოღონდ სხვა სიტყვებით”, – წერს “ასავალ-დასავალი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები