ექიმი: ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მათ შორის ერთი მოზარდია

ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდის და ორი ქალბატონის  ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, – ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟომიამ “კვირას” განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულებს სხეულის ზედაპირის მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. ასევე სასუნთქი გზების დამწვრობაც. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
როგორც ორჟომია აცხადებს, 5 დაშავებულიდან 2-ის მდგომარეობა სტაბილურია და გადაუდებელი მართვის განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ ხეთაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ხუთივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ.მ. ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები