შს მინისტრი ხობში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მოსანახულებლად ჩავიდა

ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა მოსანახულებლად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა.
მინისტრი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაშავებულთა სანახავად ამ წუთებში მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ხობის რაიონის სოფელ ხეთაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ექიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ხუთივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ.მ. ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები