ხობში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია
ხობის რაიონის სოფელ ხეთაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ხუთივე მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან. ხუთივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახლში მთელი დღის განმავლობაში არავინ არ იყო და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვება.
მეზობლების ვარაუდით, აფეთქება შესაძლოა, არა ბუნებრივ აირს, არამედ შეშის ღუმელის ანთების დროს საწვავის გამოყენებას უკავშირდებოდეს.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ.მ. ფართობი. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.