მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მინისტრის პირველ მოადგილეს 12 ნეკნი აქვს მოტეხილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა თბილისი-კახეთის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე საჭესთან თავად იჯდა და მანქანაშიც მარტო იმყოფებოდა. ის ხეს შეეჯახა.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები