„თუ მოროშკინა მერაბიშვილის გაყვანის ფაქტზე ინფორმაციას ფლობდა, მან ძალიან დაიგვიანა“
“თუკი ლალი მოროშკინა ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობდა, მან ძალიან დაიგვიანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით ლალი მოროშკინას განცხადება არადამაჯერებელია.
“თუკი ლალი მოროშკინა ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობდა, მან ძალიან დაიგვიანა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უნდა გაეკეთებინა განცხადება. არ ვიცი, რატომ ამბობს იმას, რასაც ამბობს, რა მოტივაცია აქვს და რა მიზეზებით არის ეს გამოწვეული. მაგრამ ცოტა არადამაჯერებლობას იძენს, როცა ქვეყანაში ასეთი ამბავია და 5-7 თვის შემდეგ გახსენდება, რომ ასეთი რამ იცოდი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას, ხიდაშელი ამბობს, რომ “საგამოძოებო კომისია ვიღაცეების ცუდ სიზმრებთან დაკავშირებით, არ იქმნება”.
შეგახსენებთ, ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული მაღალი პრემიები შესაძლოა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე დუმილს უკავშირდებოდეს.