ნიკა მელია ვეტერანებს შეხვდა

   “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე შეღავათიანი მგზავრობის ბარათების სერვის-ცენტრში ვეტერანებს შეხვდა.
მერობის კანდიდატი ვეტერანებს იმ სიახლეზე ესაუბრა, რომლის ფარგლებში, დღეიდან თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები მგზავრობის ღირებულების მხოლოდ ნახევარს იხდიან.
მელიას განცხადებით, ვეტერანებისთვის შეღავათის დაწესება მნიშვნელოვანია და ზოგადად საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვადასხვა ახალი შეღავათის შემოღება აუცილებელია.
მუნიციპალურ ტრანსპორტში ახალი საშეღავათო სისტემის ამოქმედებას თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას მისი მერად არჩევის შემთხვევაში ჰპირდება.
ნიკა მელიას ინიციატივის ფარგლებში, მეტროსა და ავტობუსში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სტუდენტები, პენსიონერები და პედაგოგები უფასოდ იმგზავრებენ, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის თბილისელები 50 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრს გადაიხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები