შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს, რ.კ.-სგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში ნარკორეალიზატორი დააკავეს (ვიდეო)
