თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ვ. ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა მტკვარში გადავარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს (ვიდეო)
