თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მომხდარი ავარიისას მცირეწლოვანი დაიღუპა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი ბიჭი დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.