ვანში 6 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაკარგული 6 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. მაშველებმა 13- დღიანი ძებნის შემდეგ 6 წლის მედეა ადეიშვილის ცხედარი მდინარე ყუმურში აღმოაჩინეს – ამის შესახებ „კვირას“ ვანის რაიონის გამგებელმა მურად ახვლედიანმა განუცხადა. მისი თქმით, ბავშვის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ შუამთაში 6 წლის გოგონა 15 იანვარს დაიკარგა. გოგონას გაუჩინარების ფაქტზე იმერეთის შს სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე 115 -ე მუხლით აღიძრა.