ცესკო-ში თბილისის მერობის 10 კანდიდატია დარეგისტრირებული

ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თბილისის მერობის 10 კანდიდატია დარეგისტრირებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მერობის კანდიდატად დარეგისტრირებული არიან: “უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე” – მიხეილ სალუაშვილი; “მომავალი საქართველო” – გიორგი ლაღიძე; “შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – ასმათ ტყაბლაძე; “გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია” – გიორგი გაჩეჩილაძე; “საქართველოს მშრომელთა საბჭო” – როინ ლიპარტელიანი; “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” – დიმიტრი ლორთქიფანიძე; “ირაკლი ღლონტი – რეფორმატორები” – ირაკლი ღლონტი; “არასაპარლამენტო ოპოზიცია”(კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) – კახა კუკავა; საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება” – დავით ნარმანია; “მერაბ კოსტავას საზოგადოება” – გიორგი ლილუაშვილი.
ამასთან, დღეს, 17:00 საათზე ცესკო-ში განაცხადი შეიტანა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა. პარტია “საქართველოს გზის” სახელით თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მერის კანდიდატურაზე თეიმურაზ მურვანიძის განაცხადი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები