„გურამ კაშიას შანსი ჰქონდა, ქართველი გმირი გამხდარიყო, მაგრამ, ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების გმირად იქცა“
მონაკოში, უეფას ეგიდით გამართულ ცერემონიალზე, პრიზის გარეშე არც ქართველი ფეხბურთელი დარჩენილა – ევროპული ფეხბურთის ბოსებმა საქართველოს ნაკრების მცველი და ვიცე-კაპიტანი, ჰოლანდიური კლუბის „ვიტესის“ ყოფილი კაპიტანი და ამჟამად ამერიკულ „სან ხოსეში“ მოთამაშე გურამ კაშია დააჯილდოვეს.
„ქართველები თითქოს, ამაყი და ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთა მხარდამხარ ჩვენი თანამემამულეც გამოარჩიეს და იმავე ღონისძიებაზე დააჯილდოვეს, რომელზეც რონალდო, მოდრიჩი და რამოსი. ვიქნებოდით კიდეც ქართველები ამაყი და ბედნიერი, ქართველი გურამ კაშია, პორტუგალიელი რონალდოსა და ხორვატი მადრიჩის მგავსად, ფეხბურთის უზადოდ თამაშისთვის რომ დაეჯილდოვებინათ ან ესპანელი რამოსის დარად, საუკეთესო მცველის ნომინაციაში გამარჯვებულად გამოეცხადებინათ. თუმცა ახლა სიამაყისა და სიხარულისთვის არავითარი მიზეზი არ გაგვაჩნია, რადგან ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია ფეხბურთის კარგად თამაშისთვის კი არა, იმის გამო დააჯილდოვეს, რომ გასულ წელს, ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, მოედანზე ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამკლაურით გამოვიდა, რითიც ცხოვრების გაუკუღმართებული წესისა და სოდომ-გომორული ცოდვის მიმდევრებს გამოუცხადა მხარდაჭერა. ვისაც ეს ეამაყება, სხვა საამაყო ღმერთმა ნურც აღირსოს, მაგრამ პირადად მე, როგორც ერთი რიგით ქართველს და ფეხბურთის გულშემატკივარს, სირცხვილი მწვავს, რადგან მაშინ, როცა სხვა ფეხბურთელებს ფეხბურთის კარგად თამაშისთვის აჯილდოებენ, ქართველი ფეხბურთელი ჯილდოს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსექსუალების მხარდაჭერისთვის იღებს“,- წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“.
30 აგვისტოს, მონაკოში გამართულ ღონისძიებაზე გურამ კაშია არ ჩასულა, მისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი კი უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს გადასცა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა.
„სხვათა შორის, ჰოლანდიის ჩემპიონატის იმ კონკრეტულ ტურში, როცა კაშიამ ლგბტ სამაჯურით ითამაშა, ანალოგიური სიმბოლო მკლავზე ყველა ჰოლანდიური გუნდის კაპიტანს ეკეთა, მაგრამ უეფამ მათ შორის მაინცდამაინც ქართველი გამოარჩია. როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევით მოხდა?! რა თქმა უნდა, არა! დიახ,ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების მხარდაჭერის გამო, უეფას მიერ ქართველი გურამ კაშიას დაჯილდოება – ეს არის ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მხრიდან საქართველოსა და ქართველი ერის მიმართ განხორციელებული შურისძიების აქტი იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონებასა და ლგბტ პროპაგანდას მედგარ წინააღმდეგობას უწევს! თუ გურამ კაშია ვერ აცნობიერებს, რისთვის გამოიყენეს იგი, მაშინ კაშია ცოდოა, მაგრამ თუ ამ ყველაფერს აცნობიერებს და ქართველი ერის წინააღმდეგ ლიბერასტულ დივერსიაში შეგნებულად მონაწილეობს, მაშინ იგი აბსოლუტურად იმსახურებს ლანძღვა-გინების იმ ნიაღვარს, რომელიც ქართველებმა სოციალურ ქსელში დაატეხეს თავს და რომლის გამოც, კაშია იძულებული გახდა, „ფეისბუქში“ საკუთარი გვერდი გაეუქმებინა. არადა, კაშიას შესანიშნავი შანსი ჰქონდა, ქართველი გმირი და ხელისგულზე სატარებელი კაცი გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი მუჭა ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსსექსუალების გმირად იქცა“,- წერს „ასავალ-დასავალი“.