ჩებოკსარში მამაკაცი ხორცის ჭამის დროს გარდაიცვალა
რუსეთის ჩუვაშის საგამოძიებო კომიტეტის შემოწმებით, ადგილობრივ კაფეში მამაკაცის სიკვდილი ხორცმა გამოიწვია. 64 წლის მამაკაცი კაფეში საკვების მიღების დროს უეცრად იატაკზე დაეცა. მას სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, სიკვდილი მექანიკურმა ასფიქსიამ გამოიწვია, რომელიც ერთმა ნაჭერმა ხორცმა გამოიწვია. ეს ხორცი მამაკაცს კაფეში მიუტანეს. მას სხვა სახის კრიმინალური ნიშნები არ აღენიშნება.