ვარკეთილში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
ვარკეთილში, დღეს გამთენიისას ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე მამაკაცი კი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.