სამეგრელოში, თხილის პლანტაციაში მუშაობისას მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა და გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია “აგრიჯორჯიას” თხილის პლანტაციაში მუშაობისას 67 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა.მიღებული ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
კომპანია “აგრიჯორჯიაში“, მომხდარზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ მოკვლევა მიმდინარეობს.