თელავში 25 წლის ბიჭი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
თელავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის ლაშა პაპაშვილია. ამასთან, ცნობილია, რომ შემთხვევის დროს, ახალგაზრდა მამაკაცი ბინაში მარტო იმყოფებოდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.