უბედური შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში-შუა ხნის მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კარიერზე მუშაობისას 60 წლამდე კაცი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.