ქუთაისში, სამშენებლო სამუშაოების დროს, ამწე ჩამოვარდა და მანქანას დაეცა
ქუთაისში, ნინოშვილის ბაღთან, კორპუსის სამშენებლო სამუშაოების დროს, ამწე, რომელზეც მუშები ისხდნენ, გატყდა, ჩამოვარდა და იქვე მდგომ მანქანას დაეცა. მანქანაში მგზავრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.