ანტონიო ბანდერასი რომის პაპ ფრანცისკეს როლს შეასრულებს
ცნობილმა მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა შესაძლოა რომის პაპის – ფრანცისკეს როლი შეასრულოს. ეს არგენტინელ ფონტიფიკოსზე გადაღებული პირველი ფილმი იქნება. ამის შესახებ “The Huffington Post” იუწყება. იტალიელი რეჟისორი დანიელე ლუჩეტი გეგმავს გადაიროს ესპანურენოვანი ფილმი სახელწოდებით “დამიძახეთ მე ფრანცისკე”. ფილმი 12 მილიონი დოლარი დაჯდება. გადაღებები 2014 წლის ზაფხულში დაიწყება და სიუჟეტებს გადაიღებენ იტალიასა და არგენტინაში.