მაკრონი: საფრანგეთის სოლიდარობას გამოვხატავ კატარის მიმართ – მოვუწოდებ ყველა მხარეს, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ

საფრანგეთის სოლიდარობას გამოვხატავ კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ მიწაზე დაარტყა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მაკრონი მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

„საფრანგეთის სოლიდარობას გამოვხატავ კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ მიწაზე დაარტყა. მე ქვეყნის ხელისუფლებასთან და რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კონტაქტში ვარ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დეესკალაცია მოახდინონ და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ. ქაოსის ეს სპირალი უნდა დასრულდეს“, – წერს მაკრონი პლატფორმა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები