მარნეულში 7 წლის ბავშვი დაიხრჩო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი სოფელში სტუმრად ბებია-ბაბუასთან იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, ბიჭს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.