ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და დააფიქსირეს მზადყოფა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.
ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის დიდ მეგობრობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ კმაყოფილება გამოთქვა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მიმდინარეობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ კომისია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-ისრაელის ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების გზაზე.