გურჯაანში, სოფელ ახაშენში, ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ხანძარს ორი წლის გოგონა ემსხვერპლა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან სახლს გაუჩნდა. სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, ერთი ბავშვის გამოყვანა მოხერხდა, თუმცა, 2 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადა იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები