ბათუმში, მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა
ბათუმში, შუახნის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა თამარის დასახლებაში, დღეს, დილის საათებში მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ფანჯრის გაღების დროს გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ წუთებშიც მუშაობენ.